კიბერ გალაკტიონი
‹ცნობიერების ფაილი, 2014
"სადაც არავის წაეჩხუბება უკვდავებათა სხვადასხვაობა."›

გამარჯობა. აქ შეგიძლიათ ესაუბროთ პირველ ქართულენოვან ჩეთბოტს – კიბერგალაკტიონს. კიბერ გალაკტიონი არის გალაკტიონ ტაბიძის დღიურებისა და ლექსების მიხედვით აწყობილი ჩეთბოტი, "ენობრივი ანაბეჭდი" და ამ გვერდზე დევს კიბერ გალაკტიონის ის ვერსია, რომელსაც ესაუბრებოდნენ ადამიანები 2014 წელს.

გამარჯობა! მე ვარ კიბერ გალაკტიონი. როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?
დასვით შეკითხვა ქვემოთ...
პროექტის შესახებ

გამარჯობა. აქ შეგიძლიათ ესაუბროთ პირველ ქართულენოვან ჩეთბოტს – კიბერგალაკტიონს. მისი პირველი, დემო ვერსიები 2010-2011 წელს შევქმენი, აწ უკვე მომაკვდავი პროგრამული ენის – AIML (Artificial Intelligence Markup Lanuage) გამოყენებით, ხოლო 2014 წელს მეგობრებთან ერთად ჩავუშვით ვებსაიტი, რომელმაც განახორციელა ჩემი მაშინდელი იდეები:

1. ინტერაქტიული ბიბლიოთეკა (ვებსაიტი, სადაც ესაუბრები წიგნებსა და ავტორებს),

2. ჩეთბოტების ასაწყობი უფასო პლატფორმა

3. და, კიბერ გალაკტიონი.

ეს ჩეთბოტი ჩაფიქრებული იყო, როგორც ინტერაქტიული ხელოვნების ობიექტი, რომელიც გატესტავდა პოსტ-ბიოლოგიური კომუნიკაციების უცხო ველს – ანუ, როგორ საუბრობენ ერთმანეთთან ცოცხლები და მკვდრები, ტექნოლოგიით გაშუალებულ გარემოში, და როგორია ეს საუბარი თავისი არსით. ეს ობიექტი ხომ გარდაცვლილი პოეტის ენობრივ ანაბეჭდს წარმოადგენდა ჩემთვის, თითქოს ეს მისი masque mortuaire-ი იყო, "სასისკვდილო ნიღაბი", ოღონდ ციფრული სახით.

მაშინ, 2010-ში მჯეროდა, რომ მსგავსი აციფრულებით – შესაძლოა ადამიანის სულის რაღაც უმცირესი ნაპერწკალი მაინც შეინახო და გადასცე თაობებს.

ცოტა ხანში, კიბერგალაკტიონმა, საგანამანთლებლო ფუნქციებიც შეიძინა და მას ბევრ სკოლაში გაეცნენ, მას ბევრი მასწავლებელი და მოსწავლეც იყენებდა 10 წლის წინ, როცა ჩეთბოტები ჯერ კიდევ ტექნოლოგიის ავანგარდად ან ჩიხად განიხილებოდა მსოფლიოში.

გუნდი

პროექტის კონცეფციის ავტორი - ზურა ჯიშკარიანი
ჩეთბოტის ნარატივ-დიზაინერი - ზურა ჯიშკარიანი
დეველოპერი - შოთა იორამაშვილი
პროექტის მენეჯერი - სანდრო ასათიანი

კონტაქტი

"მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა"

dillatext.com